ჩვენს შესახებ

წარმოგიდგენთ ჩვენს თავს! ჩვენ ვართ IT საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დიდ და საშუალო ბიზნესს IT სერვისებს აწვდის. ჩვენი სერვისები მოიცავს IT აუდიტს, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებას, კიბერ უსაფრთხოებას, სისტემების ინტეგრირებას, IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას და IT ტექნიკის მიწოდებას.

9 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჩვენ განვახორციელეთ IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის არაერთი წარმატებული პროექტი თითქმის ყველა სფეროს ორგანიზაციაში. ჩვენს კლიენტებს შორისაა: მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი, კაუკაზუს ონლაინი, TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ეროვნული ბანკი, იმედი L, ენერგო პრო, თეგეტა მოტორსი, აჭარაბეთი, ევექსი, GPI ჰოლდინგი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და სხვა მრავალი.

ჩვენი გუნდი შედგება 15 მოტივირებული, გამოცდილი და კვალიფიციური პროფესიონალისგან. ხშირად ჩვენ თვითონ გვიკვირს, როგორ ვართმევთ თავს ამ რაოდენობის პროექტებს ასეთი პატარა გუნდით. პასუხი კი ისევე მარტივია, როგორც ანბანი: ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციას ვაკეთებთ განათლებაში, პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში. ჩვენ მივიღეთ ოქროს სერთიფიკატი მაიკროსოფტისგან, რითიც ხშირად ვამაყობთ.
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ კლიენტების კონფიდენციალურობას და ორიენტირებული ვართ მივაწოდოთ მათ მაღალი დონის მომსახურება. ჩვენთვის კლიენტები ჩვენი დიდი სამეგობროს ნაწილს წარმოადგენს. მოხარული ვიქნებით, თუ თქვენც შემოუერთდებით ჩვენი მეგობრების წრეს.

cover

ჩვენი გუნდი

გამოწერა მიიღეთ უახლესი ამბებიგამოწერა ჩვენს ბიულეტენიზე